წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს.
მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება, პედაგოგ ნუნუ ივანაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა და შთამბეჭდავად წარიმართა.
მოსწავლეებმა მე-4 კლასის დამთავრება დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს, შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ. მათ შორის, აღსანიშნავია, თეატრალური წარმოდგენა, სადაც მოწაფეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები დამრიგებელს - ნუნუ ივანაშვილს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. ბავშვებმა მასწავლებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. დამიგებელმა კი ბავშვებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
იხილეთ ვიდეო: