„მასწავლებელთა ხელფასებზე ინფორმაცია 5 ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი“
21-06-2024

საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალმა წესმა პედაგოგიურ წრეებში დიდი გაუგებრობა და არანაკლები უკმაყოფილება გამოიწვია. მათ ნაწილს esqool-ის ბაზაში შეცვლილი ანაზღაურება უკვე აესახა, თუმცა ინფორმაცია მალევე წაიშალა.

„მენტორ-მასწავლებელს ხელფასი 190 ლარით მომემატა! მასწავლებლებს მოტივაცია დაუკარგეს, ხარისხი უგულებელყოფილია!“ - პედაგოგი ახალ სახელფასო სქემას აფასებს

მიუხედავად საკმაოდ ვრცელი დოკუმენტისა, მასწავლებლები მაინც ვერ ხვდებიან, სად გაქრა სტატუსების შესაბამისი დანამატები, რომლებიც ფუნქციურმა დანამატებმა ჩაანაცვლა - ისიც მხოლოდ წამყვან-მენტორებისთვის; ბუნდოვანია ისიც, რეალურად, რა ხელფასს მიიღებენ მასწავლებლები -1-ელი ივლისიდან - ეს გახლავთ ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელიც სოციალურ ქსელებში მეორე დღეა აქტიურად ტრიალებს და რომლესაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პასუხობს.

მასწავლებელთა ახალი სახელფასო სქემა გამოქვეყნდა

„ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 5 ივლისიდან“, - აღნიშნულია განმარტებაში.

რა შემთხვევაში აიღებს უფროსი მასწავლებელი 2 016 ლარს - ანაზღაურების გამოთვლის ფორმულა და სრული დოკუმენტი პედაგოგებისთვის


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203