ქართულ ენასა და ლიტერატურაში წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმი - როგორია მაღალქულიანი ესე? 
02-07-2024

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. აბიტურიენტებში, დღემდე აქტუალურია კითხვა - როგორია მაღალ ქულიანი ესე? დღეს გაგიზიარებთ წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმს და იმ მთავარ მითეთებებს, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ დავალებაზე უნდა იმუშაოთ. 

NAEC-ის განმარტებით, წერითი დავალება მოითხოვს ტექსტის ანალიზს დავალების პირობით განსაზღვრული კონკრეტული პრობლემის მიხედვით და ამ პრობლემის აქტუალურობაზე მსჯელობას. ამდენად, აბიტურიენტები ყურადღებით უნდა გაეცნონ დავალების პირობას, კარგად გაიაზრონ ის და პირობის ადეკვატურად შეასრულონ დავალება.

გარდა ამისა, უნდა მოერიდონ ფუჭსიტყვაობას, იმსჯელონ მკაფიოდ და გასაგებად. აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ ტექსტის ანალიზის ნაცვლად მისი შინაარსის გადმოცემა ან პერიფრაზი, თუნდაც სრულიად უშეცდომო, დადებით შეფასებას ვერ დაიმსახურებს. 

რაც შეეხება, უშუალოდ შეფასების კრიტერიუმს:  წერითი დავალების მაქსიმალური ქულაა 34. დავალების ესა თუ ის მითითება შესრულებულად არ ჩაითვლება, თუ მასზე მხოლოდ ერთი-ორი წინადადებით იქნება პასუხი გაცემული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის მოცულობა 150 სიტყვას არ აღემატება, VIII (ლექსიკა და სტილი), IX (მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი) და X (პუნქტუაცია) კრიტერიუმებით არ შეფასდება. 

კრიტერიუმების დეტალური აღწერა, იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203