ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს არაერთი ღონისძიება გაიმართა. სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
მათ შორის, სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები საღამო გაიმართა. ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა.
მოსწავლეებმა ნაყოფიერი და წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს, დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები.
აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. მოსწავლეებმა დამრიგებელს - ირმა ჩინჩალაძეს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
პედაგოგმა კი მოწაფეებს მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადასცა, გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
იხილეთ ფოტოები: