„არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში“ - თბილისის N10 სკოლისა და უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია
21-06-2024

თბილისის N10 საჯარო სკოლის საქმიანობა, ეფექტური, ინოვაციური და საინტერესო ინიციატივებით არის გაჯერებული, სასკოლო საზოგადოება კი მუდმივად სიახლეებისა და განვითარებისკენ მიისწრაფვის. 

ამის ნათელი მაგალითია, მოსწავლეთა და მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია - „არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში“, რომელიც თბილისის N10 საჯარო სკოლამ, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია 18 ივნისს ჩატარდა და მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

კონფერენციას თბილისის N10 საჯარო სკოლამ უმასპინძლა და მასში სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და უნივერსიტეტის პროფესორები მონაწილეობდანენ. მონაწილეებმა არაერთ საინტერესო თემაზე წარადგინეს მოხსენებები, საკითხები კი შეეხებოდა ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ფორმალურ განათლებაში არაფორმალური განათლების როლის გაიზრდას.

კონფერენციის მიზანი გახლდათ ფორმალურ განათლებაში არაფორმალური განათლების როლის ხელშეწყობა, არაფორმალური და ფორმალური განათლების ინტეგრირებით საუკეთესო პრაქტიკის გააზრება. 

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის შესახებ ტელევიზიამ მომაზადა სიუჟეტი, რომელსაც სკოლა გვიზიარებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203