საზაფხულო ბაღები შესაძლოა დაემატოს - დეტლები
24-06-2024

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა აბულაძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით საზაფხულო ბაღში რეგისტირებულია 17 200- მდე ბავშვი.

მისივე თქმით, თუ მოთხოვნა განსაზღვრულ რაოდენობას გადააჭარბებს, ამ შემთხვევაში უწყება საზაფხულო ბაღების რაოდენობას გაზრდის.

„საზაფხულო ბაღები, ეს არის სოციალური პროექტი, რომლითაც ჩვენს აღსაზრდელებს ვემსახურებით. ამ პროექტის მიზანია იმ მშობლების მხარდაჭერა, რომლებიც ივლისის თვეში ქალაქს ვერ ტოვებენ. 5 ივნისს ჩვენ რეგისტრაციის პროცესი დავიწყეთ და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. ამ წუთის მონაცემებით 17 200- მდე ბავშვი არის საზაფხულო ბაღის პროექტში რეგისტირებული და ჩვენ შეგვიძლია 18 000-მდე აღსაზრდელის მიღება. იმ შემთხვევაში, თუ გადააჭარბებს მოთხოვნა, ჩვენ მზად ვართ, რომ ჯგუფების რაოდენობა დავამატოთ და მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ.

გასულ წელთან შედარებით საზაფხულო ბაღების მოთხოვნა არის გაზრდილი, შესაბამისად, ჩვენ მიმდინარე წელს 5 საბავშვო ბაღი დავამატეთ, 45-ის ნაცვლად 50 საზაფხულო ბაღი იმუშავებს”, - განაცხადა კახა აბულაძემ.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203