მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა. მოსწავლეები იღებდნენ, როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. წარმატებაც სახეზეა.
XI კლასის მოსწავლეებმა - ნინო ნიჟარაძემ, ნიკა რატიანმა და მარიამ ღვაჩლიანმა წარმატებით იასპარეზეს საგანმანათლებლო პროექტის - „დიდგორელი“ ნახევარფინალში და მაქსიმალური ქულები მოიპოვეს.
კერძოდ, ნინო ნიჟარაძემ და მარიამ ღვაჩლიანმა 70 ქულიდან 70 ქულა აიღეს, ნიკა რატიანმა კი - 67 ქულა. მოსწავლეები ფინალში იასპარეზებენ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ.
„გვჯერა, იქაც გვასახელებენ! წარმატებები მათ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: