ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოსა და კარტიკამის საჯარო სკოლებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობითი ურთიერთობაა, რაც სასწავლო წლის მიმდინარეობისას ჩატარებული საინტერესო ღონისძიებითაც გამოიხატა.
ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამართეს საგნის „მე და საზოგადოება“, ფარგლებში, ბილინგვური ღონისძიება-გაკვეთილი, რომელიც კარტიკამის საჯარო სკოლის მუზეუმში ჩატარდა.
შეხვედრის თემა გახლდათ - „ძველი ნივთების შენახვის მიზანი“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ ყველა აქტივობაში და დიდი ენთუზიაზმით მონაწილებდნენ ღონისძიებაში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: მარეტა დულხანიან და მარიამ ზარიძე.
იხილეთ ფოტოები: