მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული იყო, მოსწავლეებმა არაერთ საგანმანათლებლო ინიციატივაში გამოიჩინეს თავი.
მათ შორის აღსანიშნავია, მოსწავლეების წარმატებული მონაწილეობა eTwinning-ის პროექტში - GAME TRANSFORMATION, რომლიც უკვე დასრულდა და მოსწვლეებისთვის იყო დიდი გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ პროექტს ქსოვრისის საჯარო სკოლაში ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასების მასწავლებელი თამუნა ლოხიშვილი.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა თამაშით, სახალისო აქტივობებით და web.2 ინსტრუმენტების დამხარებით გაიაზრეს გადამუშავების მნიშნვნელობა ჩვენი გარემოსთვის, განიმტკიცეს გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარები.
ბავშვებმა ისწავლეს, რომ ბუნებას უნდა მოვუფრთხილდეთ. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი მჭიდროდ უკავშირდება მდგრადი განვითარების მიზნებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულნი იყვნენ პირველი კლასის მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები: