ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლეებისა და მშობლების ინიციატივით, 2023-24 სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ექსკურსია მოეწყო.
მოსწავლეები საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს - კახეთს სტუმრობდნენ.
სკოლაში აღინიშნა, რომ რადგან ექსკურსია ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა სწავლის ხელშესაწყობად, ამ დროს მოსწავლეებს უვითარდებათ მუზეუმში ქცევის, მოსმენის, კომუნიკაციის, ინფორმაციის გაგების, უნარ-ჩვევები, პიროვნული თვისებები, ზრუნავენ ერთმანეთზე, ასეთი შემეცნებითი ღონისძიებები საუკეთესო საშუალებაა ცოდნათა ურთიერთდაკავშირებისა და ორგანიზებისათვის, რადგან მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს სკოლაში თუ სკოლის გარეთ შეძენილ ცოდნას.
აღსანიშნავია, რომ ექსკურსიის მონაწილეები წინანდალში ესტუმრნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, რათა რომანტიკოსთა შემოქმედების შესწავლისას მოსწავლეებს უკვე გარკვეული წარმოდგენა ჰქონოდათ ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურულ სალონზე, იმ გენიალურ ადამიანებზე, რომლებიც აქ იკრიბებოდნენ.
საკოლო საზოგადოება ასევე ეწვია ბოდბეს, ალავერდს, გრემს, იყალთოს, ნეკრესს და გაეცნო მონასტრების ისტორიას.
„მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები დიდი ემოციითა და ინტერესით დავაბიჯებდით ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხის მიწაზე, ეს იყო ნამდვილად დაუვიწყარი, შემეცნებითი, შინაარსიანი მოგზაურობა, რომლის შედეგადაც მოსწავლეებს გაუძლიერდათ სიყვარული და პატივისცემა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, გააცნობიერეს, რომ „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ.
რაც მთავარია, იყო სიყვარული, სითბო, ღიმილი, მხიარულება, იდეალური ურთიერთდამოკიდებულება, საუკეთესო შთაბეჭდილებები, რომლებიც დიდხანს გაგვყვება სულიერ საზრდოდ“, - ასე შეაფასა ექსკურსია მე-9ა კლასის დამრიგებელმა - დოდო ხაჩიძემ.
იხილეთ ფოტოები: