თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, შემეცნებითი და ინფორმაციული შემაჯამებელი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
მოსწავლეებმა შეაჯამეს მიღებული ცოდნა, სასკოლო საზოგადოების წინაშე საინტერესო ნომრებით წარდგნენ და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
ღონისძიების ბოლოს კი, მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს ახალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
„მადლობა შემოქმედებით ჯგუფს კრეატიული და შთამბეჭდავი აქტივობებისათვის. დროებით ვემშვიდობებით სასკოლო ცხოვრებას და ბედნიერი დროის გატარებას ვუსურვებთ ჩვენი სკოლის სრულ შემადგენლობას.
ახალ სასწავლო წელს, ახალი იმედებით, ნაყოფიერი, სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმიანობით ენერგია მოზღვავებულები შევხვედროდეთ ერთმანეთს!“, - ამ სიტყვებით დასრულდა ღონისძიება.
იხილეთ ფოტოები: