წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა 
24-06-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო ინიციატივებში, ჩართულია მიმდინარე მოვლენებში, მიისწრაფვის სიახლეებისკენ და მუდმივად ზრუნავს მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის განათლება შესთავაზოს. 

20 ივნისს, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ცენტრის - „მამული, ენა, სარწმუნოებას“, ორგანიზებით გაიმართა, სამეცნიერო კონფერენცია - „რუსთაველი და თანამედროვეობა“, კონფერენცია წარიმართა როგორც საკონფერენციო სივრცეში, ასევე ონლაინ ფორმატში. იმერეთის რეგიონიდან კი, აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობდა, დირექტორი და ამავდროულად მენტორი მასწავლებელი ფაქიზო ფანჩულიძე. 

დირექტორი აუდიტორიის წინაშე საინტერესო მოხსენებით წარდა და განიხილა თემები: „ცნობიერთა დასტაქარზე“ და „სევდის მუფარახზედ“.

აღსანიშნავიია, რომ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლე ლილი ბენდელიანი, რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მის კლასში ჩატარებული „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ.

კონფერენციის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას, ზუგდიდის უნივერსიტეტს, საგანმანათლებლო ცენტრ - „მამული, ენა, სარწმუნოება“ და საზოგადოებრივ კავშირ „ანდამატს“, შორის.

კონფერენციის დასასრულს მომხსენებლებს გადაეცათ სერტიფიკატები. 

„ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საოცრად შთამბეჭდავი კონფერემცია - მადლობა ცირა გულუას და ლადო კვარაცხელია ამ შესაძლენლობისთვის“, - აღმნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203