საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები 2023-2024 სასწავლო წლის მანძილზე აქტიურად ერთვებოდნენ საინტერესო ინიციატივებში, სასწავლო წლის დასრულების შემდეგაც ისინი აქტიურად აგრძელებენ მათთვის საინტერესო იდეების განხორციელებას.
ამის ნათელი მაგალითია 20 ივნისს გამართული მოსწავლე გიდების მეხუთე შეხვედრა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლე გიდების პროექტში საინტერესო ეტაპი დაიწყო, მოსწავლეები დაჯგუფდნენ ინტერესების მიხედვით და დაიწყეს ტურისტულ მარშრუტზე მუშაობა.
აღსანიშნავია, რომ სულ შედგა ხუთი ჯგუფი:
1. კულტურული ტურიზმი;
2. პილიგრიმული ტურიზმი;
3. ღვინის გზა;
4. გერმანელები საქართველოში;
5. მეგალითების სამყარო.
იხილეთ ფოტოები: