ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ 2024-2025 სასწავლო წლის გეგმა დასახა
24-06-2024

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა ჩატარდა. 

შეხვედრა 22 ივნისს გაიმართა და მას  ხელმძღვანელობდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე).

სხდომაზე განხილული იყო მიმდინარე საკითხები და ახალი 2024-2025 სასწავლო წლის გეგმა. 

აღსანიშნავია, რომ გიმნაზია მუდმივად განვითარებისკენ მიისწრაფის, სიახლეებს ნერგავს სასწავლო პროცესში და ინოვაციური მიდგომებით მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს - სწორედ ამ შემართებით აპირებს გიმნაზია, სექტემბრიდან სასწავლო პროცესის განახლებას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203