გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. მათ სახელზე არაერთი წარმატებაა.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა ქეთი ტურაშვილი, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელობის ახალგაზრდა ლიტერატორთა კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „იქნებ ვაზია სამშობლო“ საუკეთესო ნოველის ავტორი გახდა.
ქეთი ტურაშვილი VIIIბ კლასის მოსწავლე გახლავთ, მისი პედაგოგი კი ნ. ტერტერაშვილია, რომელიც მოსწავლის ხარისხიან განათლებასა და მის წახალისებაზე აქტიურად ზრუნავს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის საუკეთესო ნამუშევრები წიგნად გამოიცა. მათ შორის კი ღირსეულ ადგილს ქეთი ტურაშვილის ნოველა იკავებს.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და მას ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.