წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის VII, VIII, IX კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
გასვლითი ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ IX კლასის დამრიგებელი თინათინ ლარცულიანი, ასევე VII-VIII კლასების დამრიგებელი ლიუბა ბულუდიანი და სკოლის დირექტორი მაკსიმ გალსტიანი.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ვარძია, რაბათი, ზარზმის და ჭულეს მონასტრები, ჭულეს ჩანჩქერი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია.
ექსკურსიის ყველა მონაწილეს საშუალება მიეცა გაეხედა ტელესკოპში და დაკვირვებოდა ვარსკვლავებს.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ბავშვები ექკურსიიდან ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: