გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
მე-4ა კლასის გამოსაშვები ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა.
მოსწავლეებმა ნაყოფიერი და წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს, სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები გაიხსენეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობა წარმოაჩინეს და დამრიგებელს სიამაყის საფუძველი მისცეს.
წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, შესაბამისად ღონისძიებას ემოციური ელფერი გასდევდა.
ბავშვებმა მასწავლებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. დამრიგებელმა კი მოწაფეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
იხილეთ ვიდეორგოლი: