გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება დიდი ზარ-ზეიმით წარიმართა.
მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები გაიხსენეს, პირველ მასწავლებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დამრიგებელმა კი მოწაფეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„ჩემო საყვარელო ბავშვებო, გილოცავთ მე-4 კლასის დასრულებას,ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ“,- ამ სიტყვებით მიმართა პედაგოგმა მოწაფეებს და დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა.
იხილეთ ფოტოები: