გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლამ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა, რომელთა წარმატებითაც სასკოლო საზოგადოება ყოველთვის ამაყობს.
წელს სკოლა დაარსების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. იქ კი ის კურსდამთავრებულები იმყოფებოდნენ, რომლებმაც სკოლა 45 წლის წინ დაამთავრეს. ისინი სასკოლო პერიოდს, თანაკლასელებს და კლასის დამრიგებელ - დალი ცხვარაძეს, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებდნენ.
კურსდამთავრებულებს შორის, ამავე სკოლის დამსახურებული მასწავლებელიცაა - ლია კეჟერაშვილი, რომელიც აღნიშნული ჯილდოთი მასწავლებლის სახლმა დააჯილდოვა. სკოლამ კი, მას, წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის, ვარსკვლავი გაუხსნა.
მეგობრულ კლასს სკოლის დირექტორმა საპატიო დიპლომი გადასცა, ხოლო ლია კეჟერაშვილმა კი, სკოლას ყვავილები უსახსოვრა.
„გილოცავთ სკოლის დამთავრების 45-ე წლისთავს, გისურვებს წარმატებებს ცხოვრების მომავალ გზაზე. ასეთი მეგობრულები იყავით მუდამ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: