ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა, სკოლაში გატარებული 4 წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით შეაჯამეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ძალიან მრავალფეროვანი გახლდათ, მასში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, ასრულებდნენ მრავალფეროვან ნომრებს და იხსენებდნენ 4 წლის მანძილზე დაგროვილ სასიამოვნო მოგონებებს.
მოსწავლეებისთვის ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან პირველ მასწავლებელს ემშვიდობებოდნენ, მათ მადლობა გადაუხადეს პედაგოგს გაწეული შრომისა და ცოდნის სამყაროში მეგზურობისთვის.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელები იყვნენ, კლასის დამრიგებელი თამილა ქამაშიძე და მასწავლებლები: ნინო ხოზრევანიძე და მინადორა აბაშიძე.
იხილეთ ფოტოები: