„მოხარული ვარ, რომ მცვლის მიზანდასახული პედაგოგი“-დაბა აბასთუმნის სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი მოღვაწეობას აჯამებს და ახალ დირექტორს წარმატებას უსურვებს
24-06-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლას, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი დირექტორი სოფიო ბლიაძე უხელმძღვანელებს. ის დირექტორის თანამდებობაზე სვეტლანა ბოჩიკაშვილს ჩაანაცვლებს. 

სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი სვეტლანა ბოჩიკაშვილი მოღვაწეობას აჯამებს, ახალ ხელმძღვანელს წინსვლას უსურვებს და ახარებს, რომ მას შეცვლის ღირსეული კანდიდატი - ახალგაზრდა, მიზანდასახული, ენერგიული, პასუხისმგებლიანი პედაგოგი - სოფიო ბლიაძე.

გიზიარებთ სვეტლანა ბოჩიკაშვილს წერილს: 

„24 წელი ვიმუშავე სასწავლო ნაწილის გამგედ, 17 წელი არჩეულ დირექტორად, 2019 წლის აგვისტოში მომენიჭა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება. როგორც დირექტორმა ყველაფერი გავაკეთე სკოლის კეთილდღეობისათვის, ავტორიზაციისთვის, პედაგოგთა, მშობელთა, მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის.

დღეისათვის სკოლას ჰყავს საუკეთესო პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები. კოლექტივის თითოეული წევრი, რომლებიც იმსახურებენ ქებას. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ ინგა ბოჭორიშვილს, ადიგენის მერს ბატონ გოჩა ქიმაძეს, ჩვენს დეპუტატს გენადი ბოლქვაძეს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. მადლობა თანამშრომლობისათვის აბასთუმნის ობსერვატორიას, სამცხე- ჯავახეთის უნივერსიტეტს, „ეტალონს“, ახალციხის კოლეჯ „ოპიზარს'“. მადლობა თანადგომისთვის: ბატონ კობა კიკნაველიძეს, ბატონ ალექსანდრე ჯვარიძეს, ბატონ გენადი ენდელაძეს, ქალბატონ რუიზან ქიმაძეს.

მოხარული ვარ, რომ, როგორც დირექტორს, მცვლის ახალგაზრდა, მიზანდასახული, ენერგიული, პასუხისმგებლიანი პედაგოგი, ქალბატონი სოფიო ბლიაძე. იმედი მაქვს, რომ მისი ხელმძღვანელობით სკოლა კვლავ იქნება საუკეთესო სკოლებს შორის.

ვულოცავ სოფიო ბლიაძეს დირექტორობას, ვუსურვებ წარბატებას ამ რთულ და პასუხისმგებელ თანამდებობაზე. 

როგორც ეტალონის თანამოაზრე სკოლა, მინდა განსაკუთრებული მადლობა  გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ჩვენი სკოლისადმი თანადგომისა და  წარმოჩენისათვის.  მადლობა  ეტალონის ყველა თანამშრომელს ჩვენი ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. 

სიყვარულითა და პატივისცემით სვეტლანა ბოჩიკაშვილი“. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203