ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის პედაგოგები, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივირების მიზნით, არაერთ აქტივობას ახორციელებენ. მათ შორის, სხვა სკოლასთან თანამშრომლობაცაა.
აღსანიშნავია, რომ პირველი და მეორე ობჩის საჯარო სკოლებს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლის 13 ივნისს, რიგით მეორე, შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე, რომელიც Teams პლატფორმაში გაიმართა, მონაწილეებმა „მისიის, ხედვის, ღირებულებების და სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია“ განიხილეს.
შეხვედრას მასწავლებლები ესწრებოდნენ. მას პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ტარიელ სირბილაძე უძღვებოდა.
იხილეთ ფოტოები: