ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არა ერთი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება. რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დარჩენილა.
თემატური აქტივობა V კლასში გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობა კლასის დამრიგებლის - მარეხი დალალიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ვიდეო