ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა.
პედაგოგებმა საყვარელი მოსწავლეები უდიდესი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს და სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
მათ შორის არის მასწავლებელი ხათუნა ბერაძე, რომელმაც მოსწავლეებს უთხრა, რომ წინ ბევრი გამოწვევაა და ყველაფერს თავს გაართმევენ.
„ჩემო პატარებო, თქვენთვის 2023-2024 სასწავლო წელი გამოწვევებით აღსავსე იყო! მოგიწიათ ახალ გარემოსთან ადაპტირება და არც ისე ცოტა დაბრკოლების გადალახვა. ჩვენ ყველაფერი ერთად გავიარეთ, შევიყვარეთ ერთმანეთი და უკეთ შევიცანით საკუთარი თავი! წინ ბევრი გამოწვევა გველის და, რა თქმა უნდა, ყველაფერს დიდებულად გავართმევთ თავს. მე ყოველთვის თქვენთან ვარ! უყვარხართ ხათუნა მასწავლებელს და ეს სიყვარული ძალიან ძლიერია“,- წერს პედაგოგი ხათუნა ბერაძე.
იხილეთ ფოტოები: