ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
24-06-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დაგვირგვინდა. 

21 ივნისს, მოსწავლეებმა, მშობლებმა და კლასის ხელმძღვანელმა მაია რიჟამაძემ, მოაწყვეს ექსკურსია მარშრუტით: ნაბახტევი - პრომეთეს მღვიმე - ბაგრატის ტაძარი - მოწამეთას ტაძარი -ნაბახტევი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ პრომეთეს მღვიმით, თუ რამდენი მორფოლოგიურად განსხვავებული მონაკვეთისგან შედგება. აღნიშნეს, რომ მღვიმე მდიდარია სტალაქტიტებითსტალაგმიტებითჰელიქტიტებით. მღვიმეში სულ 22 სხვადასხვა ზომის დარბაზია. საექსკურსიო მონაკვეთი შედგება 6 დარბაზისგან: „არგონავტების დარბაზი“, „კოლხეთის დარბაზი“, „მედეას დარბაზი“, „სიყვარულის დარბაზი“, „პრომეთეს დარბაზი“, „საქართველოს“ ანუ „იბერიის დარბაზი“.

მოსწავლეებს ყველაზე მეტად მოეწონათ „სიყვარულის დარბაზი“, გული დასწყდათ, რომ უამინდობის გამო ვერ მოხერხდა მღვიმეს ნავით დათვალიერება.

ბავშვებმა, ასევე, მოილოცეს ბაგრატის და მოწამეთას ტაძრები. მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი და მშობლები ყველაზე მეტად გახალისდნენ ქუთაისის პარკში, სადაც იყო ატრაქციონები, გაისეირნეს საბაგიროთი, გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

აღსანიშნავია, რომ საექსკურსიო დღე დაასრულეს ხაშურის სასეირნო პარკში და კაფეში.

„მართალია, ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, მაგრამ ექსკურსიის დღე სასიამოვნო, საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, როგორც მოსწავლეებისთვის, კლასის ხელმძღვანელისთვის, ისე მშობლებისთვის“,-  ასე შეაფასეს ექსკურსია სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ექსკურსიის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგ მაია რიჟამაძეს, მძღოლს ზურაბ კოპაძეს საუკეთესო მომსახურებისთვის და მშვიდობიანი მგაზვრობა უსურვეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203