ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ლილე სვანაძე საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებულია 
24-06-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის ნიჭიერი და გამორჩეული მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ. 

ისინი არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ. მოსწავლე ლილე სვანაძე ბათუმში, 8, 10 და 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაში ჩაერთო.

მან ტურნირის პირველ ტურში, 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ლილე საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახლავთ. 

სკოლაში მისი მიღწევით ხარობენ და ამაყობენ.

„ვულოცავთ ლილეს მორიგ გამარჯვებას და მომავალშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203