უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში არა მხოლოდ სასწავლო წელია ძალიან აქტიური, არამედ არდადეგებიც.
სკოლაში საზაფხულო ბანაკი ფუნქციონირებს და სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.
მათ შორის, ბეისბოლის თამაში გაიმართა. ერთმანეთს თბილისის ბეისბოლის აკადემია - „ქორები“ და ძევრის სკოლის გუნდი „დამხვდურები“ შეეჯიბრნენ.
მოსწავლეებმა შესაბამისი აღჭურვილობა მოიგეს, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოებას არაჩვეულებრივი სანახაობა უჩვენეს.
იხილეთ ვიდეოები: