ელექტრონული ჟურნალი დაიხურა და მოტხოვნის ფუნქციის გარეშე პედაგოგებს მასში ცვლილებების შეტანა აღარ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო წელი უკვე ერთი თვეა დასრულდა, კვლავ აქტუალურია წარჩინებული მოსწავლეების საკითხი. როგორ უნდა ნახოთ, არის თუ არა მედლის კანდიდატი მოსწავლე - აღნიშნულ საკითხზე გთავაზობთ ინსტრუქციას.
მონაცემების მოდულში, კერძოდ: „მედალოსანი მოსწავლეების რეპორტში“. სკოლის დირექტორს, დირექტორის მოადგილეს და ჟურნალის ადმინისტრატორს შეუძლია ნახოს ინფორმაცია მედალოსანი მოსწავლეების შესახებ. რეპორტზე გადასვლისას მომხმარებელს გამოუჩნდება სკოლის მედალოსანი მოსწავლეების სია.
რეპორტში გამოჩნდება მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომრის ბოლო სამი ციფრი, კლასი, მედლის ტიპი (ოქრო, ვერცხლი) და მოსწავლის საშუალო საფეხურის შეფასება.