წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებას, განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას დიდი ყურადღება ექცევა.
იქ, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა თემატური აქტივობა იმართება. აღსანიშნავია, რომ პროექტების გამოფენაზე სკოლის იდეა - „მეტი დრო სპორტს“ დაფინანსდა, რომელიც უკვე განხორციელდა.
შედეგად კი, ოზნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაგიდის ჩოგბურთს დაეუფლებიან და სპორტულ აქტივობებში უფრო მეტად ჩაერთვებიან.
იხილეთ ფოტოები: