„პირველკლასელთა აკადემია“ ბათუმის ბაღების აღსაზრდელებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ
27-06-2024

2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც წავლენ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ათასობით მოსწავლეს გაუწევენ მასპინძლობას; სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ცხოვრების ახალ ეტაპს პატარები მომზადებულები შეხვდნენ, რაშიც „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის სახელმძღვანელო საქართველოში არ გამოცემულა; აქედან გამომდინარე, „პირველკლასელთა აკადემია“ უნიკალური და უპრეცედენტოა - ეს უკვე აქსიომაა და გასაკვირი სულაც არ არის, რომ უნიკალური წიგნი-რვეული ბათუმის ბაღების აღსაზრდელების ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, რომელიც სკოლაში მისვლამდე, წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.

ამჯერად, ბათუმის მკვიდრ პატარებს „პირველკალსელთა აკადემია“ N35 ბაგა-ბაღში, წიგნის ავტორმა პირადად გადასცა; აუხსნა, თუ რა დატვირთვა აქვს სახელმძღვანელოს და რაოდენ დიდი მნიშვნელობა - მომავალი მოსწავლეებისთვის. ამ სახელმძღვანელოს უნიკალობა კი იმაშია, ისევე, როგორც გოჩა ტყეშელაშვილის ყველა წამოწყებამ, ღირსეული როლი შეასრულოს მომავალი თაობების განათლების საქმეში, მისცეს ცოდნა და დაეხმაროს, იყვნენ წარმატებულები.

ბათუმის ბაღების აღსაზრდელებისთვის ეს დღე მართლაც განსაკუთრებული და ემოციური გახლდათ, რადგან ავტორმა, წიგნმა, ფერადმა ბოლმა და საოცარმა განწყობამ მასპინძელ სააღმზრდელო დაწესებულებებაში ნამდვილი დღე-სასწაული შექმნა.

აქვე შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ უნიკალურმა „პირველკლასელთა აკადემიამ“, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებს, გამოცემისთანავე ათასობით მეგობარი შეიძინა და ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან წიგნი-რვეული ბავშვებს ყველა სასკოლო ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს უვითარებს და ეხმარება პატარებს, ამაყად შეაბიჯონ წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში. 





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203