მოთხოვნადი სკოლების TOP ათეული, სადაც პირველკლასელთა ადგილები ყველაზე სწრაფად შეივსო
საჯარო სკოლებში 2024-2025 სასწავლო წლისათვის საყოველთაო რეგისტრაციის ფარგლებში 22008 პირველკლასელი დარეგისტრირდა, ჯამში, რეგისტრირებულთა რაოდენობა 43 ათასზე მეტია. აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ საჯარო ინფორმაციიის გამოთხოვის შედეგად აცნობა. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია 20 მაისს გამოვითხოვეთ, თუმცა emis-მა მონაცმები 19 ივნისს მოგვაწოდა.
„აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს, მოცემული ეტაპისთვის რეგისტრირებულია 43047 მოსწავლე. ყველაზე მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა სსიპ - ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლაში.
საყოველთაო რეგისტრაციის ფარგლებში ყველაზე სწრაფად შეივსო ადგილები შემდეგ სკოლებში:
- აჭარა, ბათუმი, სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა;
- აჭარა, ბათუმი, სსიპ - ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლა;
- აჭარა, ბათუმი, სსიპ - ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა;
- აჭარა, ბათუმი, სსიპ - ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლა;
- თბილისი, ვაკე-საბურთალო, სსიპ - ქალაქ თბილისის N221 საჯარო სკოლა;
- თბილისი, ვაკე-საბურთალო, სსიპ - ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლა;
- თბილისი, ვაკე-საბურთალო, სსიპ - ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლა;
- თბილისი, ძველი თბილისი, სსიპ - თბილისის კლასიკური გიმნაზია;
- იმერეთი, ქუთაისი, სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა;
- იმერეთი, ქუთაისი, სსიპ - იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლა.