ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი სკოლების მედალოსანი კურსდამთავრებულები, სტუდენტობის პერიოდში ყოველწლიურ ფულად დახმარებას მიიღებენ.
ადგილობრივი საკრებულოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სტუდენტობის პერიოდში, ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული ყოველ წელს 1000, ხოლო ვერცხლისმედალოსანი 500 ლარს მიიღებს:
გათვალისწინებულია „ყოველწლიური ფულადი დახმარება სკოლის ოქროსმედალოსანზე სტუდენტობის პერიოდში 1000 ლარის, ხოლო ვერცხლისმედალოსანზე - 500 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია დოკუმენტში.