უდაბნოს საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ლამაზი და ემოციური გამოსაშვები ღონისძიება
25-06-2024
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დასრულდა.

სკოლაში, მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომლის თემაც გახლდათ - „საქართველო ჩემი სამშობლოა“ და მას, კლასის ხელმძღვანელი ნინელი ფარჯიანი ხელმძღვანელობდა.

ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ რაიონიდან მოწვეული სტუმრებიც თინათინ მეზვრიშვილი და გიორგი ჭეშურაშვილი.

მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა ნომერი: მათ წაიკითხეს პატრიოტული ლექსები, საქართველოს სიმღერები მიუძღვნეს, ისაუბრეს გარეჯის უდაბნოზე, კერძოდ, მამა დავით გარეჯელისა და 13 ასურელი მამის შესახებ.

ბავშვებმა ასევე, შეასრულეს ხალხური და თანამედროვე ცეკვები. აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ, სწორედ ამიტომ ეს დღე ძალიან ემოციური იყო. ბავშვებმა მასწავლებელს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

მოსწავლეებს გადაეცათ ქების სიგელები 4 კლასის წარმატებით დასრულებისათვის და დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციაში. საღამო დასრულდა საქართველოს ჰიმნით, რომელიც ღონისძიების მონაწილეებმა, თავიანთ დამრიგებელთან და იქ მყოფ საზოგადოებასთან ერთად შეასრულეს. 

ღონისძიების დასასრულს კი მშობლებმა სიურპრიზად შემოიტანეს საიუბილეო ტორტი. დამრიგებელმა და მე-4 კლასელებმა სურვილი ჩაიფიქრეს და ერთად ჩააქრეს სანთლები მხიარული მუსიკის ფონზე, სადაც მთელი დარბაზი ცეკვავდა.

„ასე მხიარულად და ხალისიანად დასრულდა მე-4 კლასის გამოსაშვები საღამო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე დაუვიწყარი და ძალიან ემოციური აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203