ხონის N4-სა და გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მოგზაურობა ისტორიულ ლაბირინთებში - ინტელექტუალურმა შეჯიბრმა გამარჯვებული გამოავლინა
25-06-2024

სკოლებს შორის თანამშრომლობა, მოსწავლეების დამეგობრება და ერთობლივ პროექტებში მათი ჩართვა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

აღნიშნული ხონის N4 და მღვდელი ლუკა ჩომახიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლებში კარგად აქვთ გაცნობიერებული და სწორედ ამ მიზნით, სკოლების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 12 ივნისს, ხონის N4 საჯარო სკოლას გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ.

ორივე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები: „ყველაზე ჭკვიანები“ და „ნორჩი ისტორიკოსები“ ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

სკოლაში გაიმართა ვიქტორინა. აღნიშნულმა ვიქტორინამ შეაჯამა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის - იზა გასვიანის ძალიან საინტერესო გაკვეთილებზე და წრეობრივ შეხვედრებზე მიღებული ცოდნა.

თამაში საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, გამარჯვება კი მოიპოვა გოჩა ჯიხაიშის გუნდმა - „ყველაზე ჭკვიანები“. ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით. 

„ვულოცავთ  „ყველაზე ჭკვიანებს“ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მათ.

მადლობა მეათეკლასელებს მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვისა და ხელმძღვანელობისთვის“, - ასე აფასებენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ინტელექტუალურ შეჯიბრს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203