„ჩრდილების თეატრის ფესტივალი“ - განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი პროექტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, შემოქმედებითი პროექტი ტარდება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
მათ შორისაა პროექტი: „ჩრდილების თეატრის ფესტივალი“, რომელიც სკოლაში არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური სწავლების სპეციალისტები: სათენიკ იაჟიანი, რუზანნა ათორაკალიანი, ლენა პოღოსიანი.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ზღაპარი: „კომბლე“ სცენაზე „გააცოცხლეს“, ჩრდილების სპექტაკლიც გაითამაშეს და შემოქმედებითი უნარებიც შესანიშავად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთათვის ფორმალურ განათლებასთან ერთად, არაფორმალური განათლების მიღებას დიდი დრო ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: