5 გამარჯვებული პედაგოგი ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლიდან - მასწავლებლებმა მათემატიკურ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებები არიან. ისინი სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან და წარმატებს აღწევენ.
ამჯერად, სკოლის პედაგოგები „ევერესტის“ მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ, სადაც ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს.
15 ივნისს, ტექნოპარკის შენობაში გაიმართა „ევერესტის“ მათემატიკის სამტურიანი ოლიმპიადის დაჯილდოვების ღონისძიება.
ოლიმპიადის წესების მიხედვით, ვლინდება 10 გამარჯვებული, ხოლო 26 სეზონზე ქულათა დამთხვევის გამო გამარჯვებულია 15 პედაგოგი.
გამარჯვებულთა შორის სკოლის 5 პედაგოგია: ნანა ბენდელიანი (II ადგილი), ნათია ფხაკაძე (III ადგილი), ესმა ღვინიანიძე, ხათუნა ბენდელიანი, მარინა აფხაიძე.
ოლიმპიადის შემოქმედებითი გუნდი ულოცავს გამარჯვებულებს მიღწეულ წარმატებას.
სკოლა ამაყობს პედაგოგებით და მომავალში წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: