საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებაში წარმატებით ერთვებიან.
ამის დასტურია სასწავლო ცენტრ Pascal STEAM Community-ის რობოტიკისა და პროგრამირების ოთხთვიან კურსი, სადაც 40-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
კურსმა, რომელიც თეორული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა, შემდეგი თემები მოიცვა:
შემაჯამებელ გაკვეთილზე მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები წარადგინეს. სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ.
„დიდი მადლობა ჩვენს საუკეთესო ლევან მასწავლებელს, მადლობა კურსის ავტორს - დავით ადამაძეს. ოცდამეერთე საუკუნის განათლებას ეუფლებით ჩვენთან“, - ასე აფასებენ სკოლაში მოსწავლეების მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროექტში.
იხილეთ ფოტოები: