დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, არბოშიკის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, მათ გამოსაშვები ღონისძიება გამართეს, რომლის მიმდინარეობაშიც თითოეული პირველკლასელი უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ ღონისძიებაზე, სასწავლო წლის განმავლობაში, ნასწავლი მასალა გაიხსენეს და ცოდნა გამოავლინეს.
გამოსაშვები ზეიმი სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ლამაზი სანახაობა აჩუქეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: