დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლის მასწავლებლები, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი ნინო ღვედაშვილი გახლავთ, რომელმაც ახლახან მე-4 კლასის მოსწავლეები გააცილა.
სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაში ყველა მონდომებით ჩაერთო. საზეიმოდ მორთულ გარემოში მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოქმედებითი ნომრები გამართეს.
მეოთხეკლასელებმა პირველ დამრიგებელს მადლობა გადაუხადეს ამაგისთვის და დაემშვიდობნენ. რასაკვირველია, აღნიშნული ღონისძიება ძალიან ემოციური და თითოეული მოსწავლისთვის დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ვიდეო: