ქაიხოსრო ( ქაქუცა ) ჩოლოყაშვილის სახელობის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
ამასთან დაკავშირებით, სკოლის პედკოლექტივი ექსკურსიაზე იმყოფებოდა. მათ რაბათი, საფარა, მწვანე მონასტერი და ბორჯომი მონახულეს. მასწავლებლები დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ, გარემო დაათვალიერეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
გარდა ამისა, მათ აწ უკვე გასულ სასწავლო წელზე ისაუბრეს და შეაჯამეს.
„სასწავლო წლის ლამაზი დასასრული... საუკეთესო დღე საუკეთესო გარემოში... დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, მიყვარხართ მე თქვენ“, - ასე აფასებენ პედაგოგები გასვლით აქტივობას.