ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები სამეგრელოში სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
25-06-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი გამორჩეული და საინტერესო აქტივობა ეწყობა.

მათ შორის, VIII კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის დამრიგებელი - კოტე გოშხეთელიანი სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე სამეგრელოში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა ზუგდიდში დადიანების სასახლე და სალხინოში საზაფხულო რეზიდენცია მონახულეს. მათ მარტვილში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მოილოცეს. 

გარდა ამისა, ისინი მარტვილის კანიონზე იმყოფებოდნენ და ნავებით გაისეირნეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლებმა ნოქალაქევიც დაათვალიერეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ექსკურსიიდან შთაბეჭდილებით დატვირთულᲜი დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203