ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „21-ე საუკუნე“ გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალისთვის ემზადება
25-06-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლას აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავს, რომლის წევრებიც არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში წარმატებით მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ქიმიის პედაგოგის - ცისანა ქოქოსაძის თაოსნობით, ეკოკლუბი „21-ე საუკუნე“ გასული წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. ეკოკლუბი უამრავ პროექტს ახორციელებს და „ნიკო კეცხოველის“ პროექტში ჩაერთო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბმა საკუთარი საქმიანობით ნახევარფინალურ ტურში გადასვლა შეძლო, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. 

ნახევარფინალური ტურისთვის მზადება გაზეთის შექმნით დაიწყო. 8 ივლისს კი, გაზეთისა და პრეზენტაციის საშუალებით, ეკოკლუბელები საკუთარ ნაშრომს სპეციალური ჟიურის წინაშე წარადგენენ.

„ვულოცავთ, სკოლის სახელით, ეკოკლუბს ნახევარფინალურ ტურში გადასვლას და ვუსურვებთ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203