ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები კულტურული მემკვიდრეობის სადარაჯოზე - მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში სამეგრელოს ესტუმრნენ
25-06-2024
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო შემეცნებით და ინფორმაციულ გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის  VIII კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის დამრიგებელი - ცირა კუბლაშვილი სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ სამეგრელოში. მათ სასწავლო წელი ასეთი საინტერესო გასლითი აქტივობით დააგვირგვინეს.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ისტორიული და კულტურული ძეგლები: დადიანების სასახლე ზუგდიდში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, დადიანების საზაფხულო რეზიდენცია სალხინოში, მოინახულეს ნოქალაქევი, აგრეთვე მარტვილის კანიონი.

ბავშვებმა დღის ბოლოს გაისეირნეს აფხაზეთის საზღვართან მდებარე ანაკლიის სანაპიროზე.

მოსწავლეები ექსკურსიიდან შთაბეჭდილებით დატვირთული დაბრუნდნენ.

ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და შემეცნებითი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203