ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მასწავლებლები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერება აუმაღლდეთ.
ამ მიზნით, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი აქტივობა ეწყობა. მათ შორის, საინტერესო პრეზენტაცია - „ვირუსული დაავადებები და მათი პრევენცია“ გაიმართა.
ის VII კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებელ ნუნუ ჩახვაძის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს. მოსწავლეებმა თითქმის ყველა მძიმე და რესპირატორული დაავადების გამომწვევი ვირუსისა და მათ მიერ გამომწვეული პათოლოგიების შესახებ ისაუბრეს, მათ ასევე განიხილეს, როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსებისაგან.
პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ვირუსული დაავადებების გავრცელების დროს, იმუნიტეტის როლზე.
იხილეთ ფოტოები: