ქსოვრისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ევროპელ თანატოლებს საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები ნახატებით გააცნეს
25-06-2024
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგების ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო პროექტები ხორციელდებოდა.

მათ შორის იყო eTwinning-ის საერთაშორისო პროექტი - TELL ME, რომელიც სკოლაში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, I კლასის დამრიგებლის - თამუნა ლოხიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები გაეზიარებინათ ევროპის 14 ქვეყნის წარმომადგენელი თანატოლისთვის.

„მოსწავლეებმა შექმნეს ღირსშესანიშნაობების ამსახველი ნახატები, კლასში გამოაცხვეს ხაჭაპური (ტრადიციული კერძი), მოაწყვეს ჩრდილების თეატრი“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტის ფარგლებში, მათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ თამუნა ლოხიშვილს საინტერესო პროექტის განხორციელებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203