ივერიის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა ემოციური და შემოქმედებითად დატვირთული გამოსაშვები ღონისძიება
ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დასრულდა.
აღნიშნულ დღეს, სკოლაში, IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება სახელწოდებით, „სულ პატარები მოვედით, დავფრთიანდით და გავლაღდით“, გაიმართა.
ღონისძიებაში, ასევე III კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ, მე-4 კლასელებთან ერთად იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. სწორედ ამიტომ, ეს დღე ძალიან ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის. ბავშვებმა პირველ პედაგოგს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
კლასის ხელმძღვანელმა კი მათ ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და მომდევნო კლასებში წარმატებები უსურვა. მასწავლებელმა ასევე მე-4 კლასელებს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
ღონისძიება შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: