ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და გამორჩეული ღონისძიებებით გახლდათ დატვირთული.
მათ შორისაა პროექტი - „ბულინგი სკოლაში“, რომლის პრეზენტაცია VIII კლასის მოსწავლეებმა ინგლუსურ ენაზე გამართეს.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები ბულინგის სახეებს სიღრმისეულად გაცნობოდნენ და გაეგოთ, თუ რა გავლენა აქვს მას სასწავლო პროცესზე. მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ, მათ საინტერესოდ ისაუბრეს და ბულინგის პრევენციისთვის იდეები ნათლად ჩამოაყალიბეს.
აღნიშნულ პროექტს პედაგოგი მირანდა ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: