ზედა განთიადის საჯარო სკოლაში პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
26-06-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში ზრუნავენ, რომ მოსწავლეები მრავალმხრივ განვითარდნენ და ისეთი უნარები ჩამოუყალიბდეთ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ. 

ამ მიზნით, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება ეწყობა. მათ შორის, გაიმართა შეხვედრა, რომლის თემაც იყო პირველადი დახმარება მოქალაქეებისათვის.

შეხვედრაზე მომხსენებელმა თათია კოჩალიძემ ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, პირველად დახმარებასა და მისი ცოდნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჩატარებული აქტივობის მიზანი, პრაქტიკული მეთოდოლოგიით, პირველი დახმარების სწორად გაწევის პრინციპების სწავლება გახლდათ.

პროექტის მიზანი სკოლებში სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203