ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლა 120 წელია ამაყად დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე და ეს ღირსშესანიშნავი თარიღი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიება სკოლის ისტორიული ექსკურსით გაიხსნა. ადგილობრივა მოსწავლეებმა წარნმოადგინეს შემოქმედებითი ნომრები, შეასრულეს სიმღერებით, ცეკვები, წაიკითხეს ლექსები, სტუმრებს კი სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცათ; გარდა ამისა, გაიმართა მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონია.
სკოლამ მომავალ პირველკლასელებსაც საზეიმო ვითარებაში უმასპინძლა - პატარებმა დაათვალიერეს საკლასო ოთახები, სადაც სექტემბრიდან განათლებას მიიღებენ.
ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, თემის წარმომადგენლები, ასევე მეზობელი სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და სტუმრები ესწრებოდნენ.
შუასურების საჯარო სკოლას კურსდამთავრებულმა შურა ოსეფაიშვილმა იუბილე მიულოცა და საკუთარი წიგნი - „შეწყვეტილი გაკვეთილი“ საჩუქრად გადასცა.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: