ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიან. ამის დასტურია ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში ხორციელდებოდა.
მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სკოლაში ჩატარდა.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ასევე კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა, რომელშიც მე-5 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
საუკეთესო ნამუშევრად შეფასდა მოსწავლეების: სესილი მუკუტაძის, სანდრო ყურშუბაძის, გიორგი კომახიძისა და რატი ყურშუბაძის ნამუშევრები. მათ შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მოსწავლეთა ხელმძღვანელი, პედაგოგი მზია ყურშუბაძე გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სუფთა წერის კულტურასა და ლამაზ კალიგრაფიას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: